რუსეთში ბოლო ერთ დღეში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 954 შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 6343 ადამიანს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ რუსეთის სპეციალურ ოპერატიულ საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ინტერფაქსის” ცნობით, რუსეთში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსისგან 2 პაციენტი გარდაიცვალა და მთლიანობაში ვირუსს 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსეთში კოროვირუსული ინფექციის შედეგად გამოჯანმრთელებული 406 ადამიანია. გასული დღის განმავლობაში, გამოჯანმრთელდა კიდევ 51 პაციენტი. მათ შორის, 25 სანკტ-პეტერბურგში და 8 მოსკოვში.
რუსეთში კორონავირუსით მთლიანობაში 6343 ადამიანია დაინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 406, გარდაიცვალა – 47.