
ჩინეთის დიდ ქალაქებში, მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა, შაბათ-კვირას ხალხმრავლობა შეინიშნებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
4 აპრილს ანჰუის პროვინცია ჰუანგშანის პარკში ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. აღსანიშნავია, რომ ბევრ მათგანს პირბადეც ეკეთა.
ამავდროულად, ხალხმრავლობა კვირის განმავლობაში შანხაიშიც შეინიშნებოდა. ქალაქის მრავალი რესტორანი, რომლებიც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაკეტილი იყო, ფუნქციონირებას აგრძელებდნენ.
მსგავსი სიტუაცია იყო პეკინშიც, სადაც ადგილობრივები ქალაქის პარკებსა და ღია ადგილებში უკვე აქტიურად სეირნობდნენ.
ქვეყანა თანდათან ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება მას შემდეგ, რაც პანდემიას ებრძოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ მთავრობა შეზღუდვებს ნელ-ნელა ამცირებს, ჩინეთის ჯანდაცვის ექსპერტებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, რეკომენდაციების დაცვა გააგრძელონ.
ზენგ გუანმა, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ხუთშაბათს Health Times- ის განუცხადა, რომ „ჩინეთს ჯერ ეპიდემიის დასასრული არ უნახავს“.