საქართველოსიახლეები

ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ პირს თანმხლები ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა.

„გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე ბარსელონაში კორონავირუსით, 1965 წელს დაბადებული, რომელიც გახლდათ ონკოპაციენტი და მას ჰქონდა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. საქართველოს საელჩო ბარსელონაში არის მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაკრძალვის ნორმები იყოს დაცული და ოჯახთან შეთანხმებით მოხდება დაკრძალვის პროცედურების განხორციელება“,- განაცახდა ზალკალიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button