შოთა არველაძე “ტრაბზონს” ჩაიბარებს
მთავარმა მწვრთნელმა ერსუნ იანალმა „ტრაბზონი“ დატოვა და თურქული მედიის მტკიცებით, 2 ივლისს გუნდს ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე ჩაიბარებს.
წყაროების მტკიცებით, ყველაფერი შეთანხმებული. შოთა ოფიციალურად გახდება იმ კლუბის თავკაცი, რომლის ლეგენდადაც ითვლება, ხოლო 3 ივლისს ის გუნდს ჰოლანდიურ შეკრებაზე წაიყვანს.
42 წლის არველაძე “ალკმაარის” მწვრთნელის ასისტენტი იყო, შემდეგ კი თურქულ “ქაისერისა” და “ქასიმფაშას” წვრთნიდა.
1993-97 წლებში, “ტრაბზონის” ფორვარდი იყო.