მსოფლიოსიახლეები

იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთი დაიხურება

იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთი მუსლიმთა დღესასწაულ რამადანზე მომლოცველებისთვის დახურული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იორდანიის მიერ დანიშნულ საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მუსლიმთა რიგით მესამე სიწმინდეს ზედამხედველობს.

აკრძალვა კორონავირუსის ეპიდემიას უკავშირდება. რამადანის მიმდინარეობისას, ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე მუსლიმური შეკრებები სასულიერო რეკომენდაციებისა და სამედიცინო რჩევების შესაბამისად აიკრძალა.

თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ რამადანის წმინდა თვის დროს ალ-აქსას მეჩეთი ისტორიაში პირველად დაიხურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button