fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა

150

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი იყო მობილიზებული. 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე საოფისე ინვენტარი იწვოდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

„გამოძახებიდან 3-4 წუთში ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე დახვდათ დაკვამლიანება, რამდენიმე წუთში მოხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. დაშავებული არავინ არ არის, დაახლოებით, 15 კვადრატია დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს“ , – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი