მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ბათუმში კორონავირუსისგან 78 წლის ქალი გამოჯანმრთელდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/medalfa-1.jpg)
ბათუმის კლინიკა “მედალფას” მენეჯერის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკა 78 წლის ქალმა დატოვა. ის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
ასევე, ანთაძის თქმით, გუშინ, 23 აპრილს, “მედალფა” ექთანმაც დატოვა, რომელსაც COVID-19-ით ინფიცირება აღარ უდასტურდება.
ლევან ანთაძის განცხადებით, ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, ერთის მდგომარეობა კი, საყურაღებოა, რადგან თანმხლები დაავადება აქვს.
“ერთი პაციენტი საყურადღებოა, რადგან თან ახლავს თანმხლები დაავადება და მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, არის საყურადღებო”, – თქვა მან.