რეგიონისაქართველოსიახლეები
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი ალექსანდრე ანქვაბია
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/anqvabi.jpg)
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც წინა პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მიერ იყო დაკომპლექტებული, გადადგა. პრემიერ-მინისტრის პოსტზე კი, ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი დაინიშნა.
ანქვაბი 2011-2014 წლამდე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. 2017 წელს ის სახალხო კრების დეპუტატი გახდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში კი, ის ოპოზიციის გამარჯვებული კანდიდატის, ასლან ბჟანიას შტაბის ხელმძღვანელობდა.
დე ფაქტო პრეზიდენტის, ალსან ბჟანიას ინაუგურაცია გუშინ, 23 აპრილს გაიმართა.