მსოფლიოსიახლეებისპორტი

ნიდერლანდების ჩემპიონატი დროზე ადრე დასრულდა

ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა — ერედივიზია დროზე ადრე დასრულებულად გამოცხადდა. საფეხბურთო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჩემპიონის ტიტული არ მიენიჭება არც ერთ გუნდს, ისევე, როგორც უმაღლესი ლიგიდან არ დაქვეითდება და ძალით მეორიდან პირველშიც არავინ გადავა, იუწყება BBC.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ნიდერლანდების მთავრობამ გამოაცხადა, რომ 1 სექტემბრამდე ყველა სპორტული ღონისძიება აკრძალული იქნება.

ჩემპიონატის შეჩერებამდე, პირველ პოზიციაზე ამსტერდამის „აიაქსი“ იყო, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „აზ-ს“ ქულების იგივე რაოდენობა ჰქონდა და „აიაქსს“ მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩებოდა.

„აიაქსი“ და „აზ“ მიიღებენ უეფას ჩემპიონთა ლიგის შემდეგი სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზის უფლებას, თუ მათ ამის ნებას თავად უეფა დართავს.

ნიდერლანდები ევროპის პირველი ქვეყანაა, სადაც საფეხბურთო ჩემპიონატი დროზე ადრე დასრულებულად გამოცხადდა. ყველა სხვა ქვეყანაში ჩემპიონატები ამჟამად შეჩერებულია, გარდა ბელარუსისა, სადაც მატჩები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამავე დროს, მაისში მაყურებლების გარეშე თამაშები განახლდება გერმანიის ბუნდესლიგაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო, შიდა ჩემპიონატების გარდა, შეჩერდა საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატებიც, ნაკრებთა ევრო-2020 კი, 2021 წლისთვის გადაიდო. ასევე 2021 წლისთვის გადაიწია ოლიმპიურმა თამაშებმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button