მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

” მიღწეულია ჩვენი მიზანი”

ჩვენ აქამდე ვართ ყველაზე კეთილსაიმედო სცენარში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ მიღწეულია მიზანი, რომლის მიხედვითაც, ინფექცია ეტაპობრივად, დუნედ გავრცელდება და არა პიკურად.

„ჩვენი მიზანი, რაც დავსვით, იყო ინფექციის ეტაპობრივი, დუნე გავრცელება და არა პიკური, რაც აქამდე მიღწეულია. ახლა ჩვენ ვუახლოვდებით ახალ ფაზას, როდესაც ეტაპობრივად გვინდა, რომ შემაკავებელი ღონისძიებები მოიხსნას ისე, რომ არ მივიღოთ ეპიდემიის გავრცელება მატების კუთხით და საერთოდ არ გვინდა, რომ მივუახლოვდეთ პიკური გავრცელების რისკებს.

პიკი ჩვენ ავიცილეთ. შემდეგი ამოცანა არის ის, რომ პიკური მიმდინარეობა არ გვქონდეს არც გახსნის პერიოდში და მიმდინარეობა იყოს ეტაპობრივი, უკავშირდებოდეს შემთხვევების აქტიურ გამოვლენას იმგვარად, რომ არ მოხდეს საზოგადოებაში ინფექციის გავრცელება.

ამდენად, ამ ეტაპიდან ისევ და ისევ მთავარია ყველა რგოლის სინქრონული მოქმედება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის, რასაც მივაღწიეთ და ახალ-ახალი გამოწვევების გაჩენისთანავე გვქონდეს დაუყოვნებლივი რეაგირება ეპიდემიის სწრაფი გამოვლენისა და კონტროლის კუთხით. ეს არის მთავარი გასაღები ამ შემთხვევაში. ანუ, გახსნილი და მოქმედი ეკონომიკის პირობებში რამდენად სწრაფად მოვახერხებთ იმ შემთხვევების გამოვლენას, რომლებიც შესაძლებელია, გაჩნდეს; მათ იზოლაციას სხვა დანარჩენი საზოგადოებისგან და მათ ეფექტურ მკურნალობას.

ეს არის მარტივი ჯაჭვი იმ ქმედებების, რომლებიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ. აქ ყველაზე მთავარი ისევ და ისევ იქნება სოციალური პასუხიმგებლობა, რადგან ის ქცევა და პირადი დაცვის წესები, რომლებიც ჩვენ გავიაზრეთ და გავითავისეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ახლა ხდება ყველაზე მეტად კრიტიკული და გადამწყვეტი სწორედ ამ ბრძოლაში, რომელიც ჩვენ უნდა დავიწყოთ ახლა, როდესაც ჩვენ შევასუსტებთ ძალიან მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს, რომლებიც აქამდე გვქონდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button