მსოფლიოსიახლეები

პერუში კორონავირუსით ათასზე მეტი პოლიციელია ინფიცირებული

პერუში კორონავირუსს 17 პოლიციელი ემსხვერპლა, რომლებიც ქვეყანაში კარანტინის რეჟიმის აღსრულების მონიტორინგს ახორციელებდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინფიცირებულია ათასზე მეტი სამართალდამცველი. ქვეყნის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, კარლოს მორანს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მან პოლიციელები დამცავი აღჭურვილობით ვერ უზრუნველყო. მორანი პოსტიდან პარასკევს გადადგა, მისმა შემცვლელმა კი პირობა დადო, რომ პოლიციელებისთვის პირბადეებს შეიძენს და COVID-19-ზე ტესტირებას ჩაუტარებს.

პერუში კორონავირუსის 25 331 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 700 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button