მსოფლიოსიახლეები

ტრამპი და სადეზინფექციო ხსნარები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის აცხადებს, რომ ქვეყანაში სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების შემთხვევების ზრდაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და მისი კომენტარები ხსნარის სამკურნალოდ გამოყენებასთან დაკავშირებით, მხოლოდ სარკაზმი იყო.

კითხვაზე, რას უკავშირდება ის, რომ ბოლო დღეებში ზოგიერთ შტატში სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „წარმოდგენა არ აქვს“.

კიდევ ერთ კითხვაზე, იღებს თუ არა ის აღნიშნულის გამო პასუხისმგებლობას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არა.“

„წარმოდგენა არ მაქვს, ეს რატომ ხდება. მე ამაზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ.“ – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ინექციით სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანამ, შესაძლოა, კორონავირუსისგან განკურნება გამოიწვიოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button