რეგიონისაქართველოსიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა

პანდემიის გამო, აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა 15 მაისამდე გაგრძელდა. შეზღუდვები ეხება სასწავლო დაწესებულებებს, მუზეუმებს, სასტუმროებს, კვების ობიექტებს, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს და ქორწილებს.

აგრარული ბაზრები კი, კვირაში 3 დღე იმუშავებს.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ ბრძანებას ხელი დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა.

აფხაზეთში ცნობა კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ, 7 აპრილს გავრცელდა.

დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, სულ 3 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 2 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა.

პანდემიის გამო, აფხაზეთში კარანტინი 25 მარტს შემოიღეს.

ასევე, რუსეთთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა 31 მაისამდე გააგრძელა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ. შეზღუდვა 1 მაისიდან უნდა მოხსნილიყო.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მტკიცებით, დღემდე რეგიონში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ აქვთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button