რეგიონისაქართველოსიახლეები

ორიგინალური პრეზენტაცია ბათუმის საკრებულოში

ბათუმის მერი საკრებულოს წინაშე დამონტაჟებული ვიდეომასალით წარსდგა და საკუთარ პრეზენტაციას სხდომათა დარბაზში მჯდომმა უყურა. პროექტორის ეკრანზე გაშვებულ ვიდეორგოლს, რომელშიც ლაშა კომახიძე მაყურებელს 2019 წლის ბიუჯეტის წარმატებით შესრულებას უყვებოდა, ვიდეოს ავტორი მერი საკრებულოს წევრებთან ერთად უყურებდა.

ბათუმის მერმა გასული წლის ფინანსური დოკუმენტი შეაფასა, როგორც ყველაზე ამბიციური და ყველაზე მოცულობითი. მისივე ინფორმაციით, ათვისებული იქნა თანხის 95%. 62% ინფრატსრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯა. 10-10% განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამებზე. ლაშა კომახიძემ თავი მოიწონა დაგეგმილზე მეტად მიღებული შემოსავლებითაც, რომელმაც მოსალოდნელი 173 მილიონის ნაცვლად, 177 მილიონი ლარი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button