მსოფლიოსიახლეები

100 უსახლკარო ქალი ევროპარლამენტის შენობაში

ევროპარლამენტმა საკუთარ შენობაში 100 უსახლკარო ქალი შეიფარა. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებამ საქველმოქმედო ფონდ Samusocial-თან ერთად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცის BBC ავრცელებს.

ცნობილია, რომ ქალებს შორის, რომლებიც ახლა ევროპარლამენტის შენობაში ცხოვრობენ, ძირითადად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არიან.

ბელგიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან Samusocial-ის დირექტორი სებასტიენ როი ამბობს, რომ პანდემიის პირობებში, უსახლკაროდ ბევრი ქალი დარჩა.

„ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა გვქონდა, როდესაც კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ბევრი ქალი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა, ოჯახში ძალადობის გამო. ასეთი შემთხვევები კი, სულ უფრო იზრდება.“ – ამბობს სებასტიენ როი.

ცნობილია ისიც, რომ გარდა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, ევროპარლამენტის სასადილო ყოველდღიურად 1 000 კერძს ამზადებს, რომლებსაც შემდგომ საქველმოქმედო ორგანიზაციები უსახლკარო მოქალაქეებს ურიგებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button