აშშ-ში „რემდესივირის“ „კოვიდ 19“-ის სამკურნალოდ გამოყენება ნებადართულია
აშშ-ის „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ”, კორონავირუსის სამკურნალოდ გადაუდებელი საჭიროების დროს გამოყენებისთვის, პრეპარატ „რემდესივირზე“ ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის” განმარტებით, პრეპარატის გამოყენება მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის იქნება ნებადართული, რომელიც ჟანგბადის ხელოვნურად მიწოდებას საჭიროებს.
„ეს არის „კოვიდ-სტეფან ჰანი19“-ის პირველი ავტორიზებული თერაპია და ვამაყობთ, რომ ამის ნაწილი ვართ.“- განაცხადა აშშ-ის „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის” კომისარმა სტეფან ჰანმა.
შეგახსენებთ, რომ დღემდე კომპანია „გილეადის“ პრეპარატი „რემდესივირი“ მხოლოდ კლინიკურ ცდებში ჩართული პაციენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი. პრეპარატზე ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ ის კოვიდინფიცირებული პაციენტების 31 პროცენტით უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს და სიკვდილიანობის მაჩვენებელსაც მნიშვნელოვნად ამცირებს.