რეგიონისაქართველოსიახლეები

ტრაგიკული ავტორბოლა ბათუმის ბულვარში

მსხვერპლით დასრულდა ავტომობილებით რბოლა ბათუმის ბულვარში.

მანქანების შეჯახების შედეგად, ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ორი კი, მძიმედ დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში მიყვანილი ახალგაზრდა, მრავლობითი მოტეხილობით, რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე მძიმეა კლინიკა „მედალფაში“ მყოფი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button