მსოფლიოსიახლეები

„თალიბანმა“ ავღანეთში სამხედრო ცენტრზე შეტევა განახორციელა

ავღანეთში, სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სამხედრო ცენტრზე შეტევა განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო. ტერიტორიაზე ავღანეთის ჯარისა და სადაზვერვო ფრთის 150-მდე წარმომადგენელი იმყოფებოდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავღანეთის მთავრობის და „თალიბანის“ განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეტევის ფაქტი დაადასტურა ავღანეთის თავდაცვის მინისტრმაც. მან განაცხადა, რომ შეტევას ერთი სამხედრო ემსხვერპლა, თუმცა აფეთქების ადგილზე მყოფი ანონიმური წყარო მედიასთან ამბობს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი, სულ მცირე, 18-ია. მისივე ინფორმაციით, „თალიბანის“ სამხედროებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქვეყნის უსაფრთხოების ეროვნული დირექტორატის შენობასთან ახლოს დაამონტაჟეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button