რეგიონისაქართველოსიახლეები

მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ზუგდიდში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები 2003 დაბადებული პირები არიან, რომლებმაც ზუგდიდში მდებარე ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზიიდან სხვადასხვა მოდელის მობილური ტელეფონები მოიპარეს.

სამართალდამცველებმა 13 ცალი ნაქურდალი ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button