მსოფლიოსიახლეები

TikTok $5.7 მლნ-ით დააჯარიმეს

ჩინური სოციალური ქსელი TikTok, 13 წლამდე ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში $5.7 მილიონით დააჯარიმეს. CNN-ის თანახმად, კომპანია უკვე დასთანხმდა ჯარიმის გადახდას.

საუბარია Musical.ly-ს წინააღმდეგ წამოწყებულ გამოძიებაზე. Musical.ly ჩინურმა კომპანიამ Bytedace-მა 2017 წელს იყიდა და TikTok-ს შეუერთა.

ჯარიმის დაკისრებამდე, აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც თქვა, რომ ბავშვთა პირადი მონაცემების შეგროვების გამოძიების ფარგლებში დგინდება, რომ TikTok ისეთ ინფორმაციას ინახავდა, როგორიცაა ბავშვების სახელები, მათი ელექტრონული მისამართები და ადგილმდებარეობა.

TikTok ამჟამადაც ეკუთვნის ჩინურ კომპანია Bytedace-ს და მისი ღირებულება $75 მილიარდს აღწევს.

სხვადასხვა მონაცემის თანახმად, TikTok-ზე, დაახლოებით, 800 მილიონი მომხმარებელია რეგისტრირებული. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, სადაც ადამიანებს მოკლე ვიდეოების გადაღება/გაზიარება შეუძლიათ.

ამ პლატფორმაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილიც, რომელმაც შვილთან, ბერა ივანიშვილთან ერთად, ცეკვა შეასრულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button