fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ბუნდესლიგა” სეზონს განაახლებს

36
Share Button

გერმანიის საფეხბურთო ლიგა („ბუნდესლიგა“) აპირებს, 16 მაისიდან საფეხბურთო სეზონი ტრიბუნებზე მსხდომი გულშემატკივრების გარეშე განაახლოს. „ბუნდესლიგა“ პირველი დიდი საფეხბურთო ლიგა იქნება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში განაახლებს ჩემპიონატს. პანდემიის გამო, მასობრივი სანახაობები, მათ შორის საფეხბურთო მატჩები, მთელ მსოფლოში შეწყდა.

გერმანიაში საფეხბურთო სეზონი მკაცრი იზოლაციის პირობებით, საწვრთნელ ბანაკებში განახლდება. ეს მოდელი განიხილება როგორც ვარიანტი, რათა მოისინჯოს, შეიძლება თუ არა კორონავირუსის გაკონტროლება მოთამაშეთა, თანამშრომელთა და ოფიციალურ პირთა შორის.

იტალიის, ესპანეთის და ბრიტანეთის საფეხბურთო ლიგები იმედოვნებენ, რომ სეზონის განახლებას ასევე მალე შესძლებენ.

ფინანსური თვალსაზრისით, საფეხბურთო მატჩების უცბად შეწყვეტა მძიმე ტვირთია კლუბებისთვის, რომლებიც ხელშეკრულებებზე, მოთამაშეებზე, სპონსორებსა და მედიაზე არიან დამოკიდებული.

აშშ-ის კალათბურთის ეროვნული ასოციაციის გუნდები ობიექტების შეზღუდულად გახსნას 8 მაისიდან ფიქრობენ. როდის განახლდება სეზონი, არ არის ცნობილი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი