
კორონავირუსის პანდემიის გავრცელებით გამოწვეული სამთვიანი პაუზის შემდეგ, შანხაის Disneyland-ი ვიზიტორებისთვის გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
მუშაობა უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით განახლდა. კერძოდ, ვიზიტორებს პირბადეების ტარება და სოციალური დისტანცირების წესის დაცვა მოეთხოვებათ. პარკში შესვლამდე მათ ტემპერატურას უზომავენ.
როგორც წესი, შანხაის Disneyland-ს 80 ათასი ადამიანის მიღება შეუძლია, თუმცა გახსნისას ვიზიტორთა რიცხვი რეკომენდირებული რაოდენობის 30%-საც არ შეადგენდა.