წიგნის პრეზენტაცია თელავში [Photo]
“ქართული ცივილიზაციის სათავეებთან”- “ამირანიანის ახლებური ხედვა”, – ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ნაშრომის ავტორები არიან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები: ეთერ ჯაჭვაძე და გიორგი რჩეულიშვილი.
როგორც რადიო “ჰერეთს” ღონისძიების ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნში რომელიც თესაუ-მ გამოსცა, განხილულია ქართული ფოლკლორის უმნიშვნელოვანესი ძეგლი -“ამირანიანი” და მასთან დაკავშირებული საკითხები.
პრეზენტაციაზე მეცნიერებმა უძველესი ქართული ცივილიზაციების, დღემდე გამოუქვეყნებელი თქმულებების და ამირანის, როგორც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მითოლოგიური პოერსონაჟის შესახებ ისაუბრეს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”12026″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]