მსოფლიოსაქართველოსიახლეები

“გალერი „ნაციონალური მოძრაობის” მოკავშირე ევროპელია”

„ევროპელ პარლამენტართან ან სენატორთან დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნა, რასაკვირველია, საქართველოში პოლიტიკურ ველს აზიანებს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაგრამ ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია”. – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2″-ის ეთერში.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარმა თავადაც კარგად იცის, რომ მასალები, რომელიც არსებობს, ის უნდა შეისწავლო, ნახო და შემდეგ ინსტანციაში ამ მასალების საფუძველზე უნდა დააყენო საკითხი.

„ყველას ახსოვს ევროპარლამენტარების აქტივობა, თუნდაც, “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით და სტარსბურგმა აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება გამოიტანა, ისე, როგორც, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს”. – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​

შეგახსენებთ, მაიკლ გალერისთან ერთად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულების მნიშვნელობას, ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებათა შუამავლებმა, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა და ასევე, აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა, კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, ევროპარლამენტის წევრმა და DEG-ის (დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფი) წამყვანმა წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button