რუსეთის დუმის ხუთ დეპუტატს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გაავრცელა.
როგორც ვოლოდინმა თქვა, ერთ დეპუტატი კლინიკიდან გაეწერა, ორი მკურნალობას სახლში გადის, ხოლო დანარჩენი ორი, — საავადმყოფოში. სპიკერს დეპუტატების ვინაობა არ დაუსახელებია.
აქამდე ცნობილი იყო, რომ კორონავირუსი დუმის სამ დეპუტატს ჰქონდა, ამათგან ორი კომუნისტური პარტიის წევრია, ხოლო ერთი პარტია “ერთიანი რუსეთის”.
СOVID-19 რუსეთის ხელისუფლებაში უკვე ფართოდაა გავრცელებული. ვირუსი დაუდასტურდა კრემლის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს. კორონავირუსი აქვთ პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტისნს, ასევე მშენებლობისა და კულტურის მინისტრებს.