მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავეს

სამართალდამცავებმა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა თორნიკე ფარცხალაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული. სამართალდამცავებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 1 აბი “სუბოქსინი” აღმოუჩინეს.

თორნიკე ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ჟურნალისტი ყოფილ პროკურორს კუთვნილ ნომერზე დაუკავშირდა, თუმცა მამაკაცმა, რომელმაც ტელეფონს უპასუხა, უარყო რომ ის ფარცხალაძეა. მან ასევე, არ დაადასტურა თორნიკე ფარცხალაძის დაკავება: “გეშლებათ…არ არის ეს ინფორმაცია სწორი, მცდარი ინფორმაციაა.” – ამბობს სატელეფონო საუბარში მამაკაცი, რომელმაც შემდეგ ტელეფონი გათიშა.

მოისმინეთ სატელეფონო ჩანაწერი.

მსგავსი პოსტები

Back to top button