მსოფლიოსაქართველოსიახლეებისპორტი

გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მესამედ მოიგო

გიგა ჭიკაძემ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ჯექსონვილში დღეს გამართულ შეხვედრაში, ქართველი მებრძოლი UFC-ის დებიუტანტ ირვინ რივერას დაუპირისპირდა და სამრაუნდიან ბრძოლაში, დიდი უპირატესობით აჯობა.

წინასწარი გეგმით, ჭიკაძე მაიკ დევისს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მეტოქემ მასთან შეხვედრას თავი უკვე მესამედ აარიდა.

შერეულ ორთაბრძოლებში თორმეტი შეხვედრის შემდეგ, გიგა ჭიკაძის ანგარიშზე ათი მოგება და ორი წაგებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button