მსოფლიოსაქართველოსიახლეები

$500 000-მდე ღირებულების აღჭურვილობა აშშ-სგან საქართველოს

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ, ამ თვის განმავლობაში საქართველოს $500 000-მდე ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღჭურვილობა გადაეცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

„ამ აღჭურვილობას შორისაა სათვალეები, დამცავი ფარები, დეზინფექციის ხსნარები, რესპირატორები, ინფრაწითელი თერმომეტრები და კომბინიზონები. ეს მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სფეროს უფლებამოსილ პირებს, COVID-19 საფრთხეზე რეაგირებისას იყვნენ დაცული და სანიტარიულ გარემოში“. – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button