
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 72 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი, 8 007-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 175 210 ადამიანი დაინფიცირდა, 155 700 კი, გამოჯანმრთელდა.
უკრაინაში ბოლო-დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით 260 ადამიანი დაინფიცირდა, 13 პაციენტი კი, გარდაიცვლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ამრიგად, ინფიცირებულთა რაოდენობა 18 876-ს აღწევს, საიდანაც 543 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, 5 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 583 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში 6 751 ადამიანი დაინფიცირდა, ტაჯიკეთში 1 729, უზბეკეთში კი, – 2 802. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში გარდაცვლილთა რაოდენობამ 103-ს მიაღწია.