რეგიონისაქართველოსიახლეები
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა მუშევანში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, გუშინ ლაბორატორიაში 145 პირის საკვლევი მასალა გადაიგზავნა. აქედან 130 სოფელ მუშევანიდან, 15 კი, – ბოლნისიდან. კვლევის შედეგად, ინფიცირების 5 ფაქტი მხოლოდ მუშევანში გამოვლინდა.
ამ დროისთვის, სოფელში 50 პირია ინფიცირებული. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი, ჯამში, 156 კოვიდინფიცირების ფაქტია. აქედან 3 გარდაიცვალა, 66 გამოჯანმრთელდა.