მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ჯორჯ სოროსი ევროკავშირის დაშლას პროგნოზირებს

როგორც გამოცემა “დეილი მეილი” წერს, 89 წლის მილიარდერი ჯორჯ სოროსი ეჭვობს, რომ კორონავირუსმა შესაძლოა, ევროკავშირის დასრულება გამოიწვიოს.

სოროსმა ევროკავშირს „არასრული კავშირი“ უწოდა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიმართ გერმანიის გადაწყვეტილებას შეშფოთების საფუძველი უწოდა.

საკითხი ეხება ევროპის ცენტრალურ ბანკში გერმანიის ეროვნული Bundesbank-ის წევრობას. კერძოდ, ცოტა ხნის წინ გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ევროპის ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას სამი თვე აქვს, რათა განმარტოს მისი გეგმის შესაბამისობა, რომელიც სტიმულირების პაკეტის ფარგლებში ობლიგაციების შეძენას ეხება.

„სამართლიანობის ბორბლები ძალიან ნელა მოძრაობენ, ხოლო საფრთხეები, როგორიც არის COVID-19, – ძალიან სწრაფად. ეს განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის ევროკავშირისთვის“. – განაცხადა სოროსმა.

სოროსი ასევე აცხადებს, რომ გლობალურმა პანდემიამ შესაძლოა, არსებული სახის კაპიტალიზმის დასრულება გამოიწვიოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button