“მედიასთან იყავით უაღრესად მკაცრი”
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და სხვა მინისტრებს მედიასთან კომუნიკაციაზე მითითებები მისცა. ეს საუბარი რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გავიდა.
“ბატონო ამირან [გამყრელიძე], მინდა გთხოვოთ, იყოთ უაღრესად მკაცრი დღეს მედიასთან, ისევე, როგორც ქალბატონო ეკა [ტიკარაძე]. პირველი, უნდა აუხსნათ, რა ხდება რეგიონში, მეორე – უნდა აუხსნათ, რა იყო წარმატების მიზეზი, მესამე – უნდა აუხსნათ, ეს ინსტრუმენტები თუ არ დაგვრჩა ჩვენ ხელში, ნუ რთული იქნება; მეოთხე – პოლიტიკოსები ავუხსნით, რომ მესამე ფრონტი [ოპოზიცია] დაგვემატა”. – თქვა გახარიამ.
მოისმინეთ გიორგი გახარიას ხმა.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ქვეყანაში დასატოვებელ შეზღუდვებზე ისაუბრა.