მსოფლიოსაქართველოსიახლეები

იტალიიდან საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა

რომი-თბილისის რეისით სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც, სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით, ისინი სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

„14-დღიანი კარანტინის დროს, უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით.

“კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის, საკარანტინო სივრცეების 76 სასტუმროში მოწყობას გაუწია ორგანიზება.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button