მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 ბრაზილიაში – საგანგაშო სტატისტიკა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით, ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს, აშშ-ს და რუსეთის შემდეგ.

worldmeters.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, ბრაზილიაში კორონავირუსის 332 382 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში ვირუსით 21 116 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობების დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, სამხრეთ ამერიკა კორონავირუსის ახალი ეპიცენტრია, რადგან რეგიონში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა იზრდება.

მისივე განცხადებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი ბრაზილიაში ​ამაზონელების ინფიცირებაა.

„სამხრეთ ამერიკა ახლა ახალი ეპიცენტრია. ბევრ ქვეყანაში იზრდება ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა. ყველა ქვეყანას ეხება, მაგრამ შემაშფოთებელი ვითარება ბრაზილიაშია“. – განაცხადა ჯანმოს საგანგებო მდგომარეობების დირექტორმა, მაიკ რაიანმა. „დაახლოებით 100 000 მოსახლეზე, ინფიცირებულია 490 პირი. ეს ძალიან დიდი რიცხვია“. – განაცხადა მაიკ რაიანმა.

ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის 5 318 050 შემთხვევაა დადასტურებული. 340 230 ადამიანი გარდაიცვალა, 2 169 179 გამოჯანმრთელდა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button