fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პატიმრებზე გამოვცადოთ”

179
Share Button

რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი ხელისუფლებას სთავაზობს, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემუშავდება, ის პატიმრებზე გამოსცადონ. მისი თქმით, ვაქცინაცია პატიმრებში ნებაყოფლობითი უნდა იყოს და თუ პატიმრები დათანხმდებიან, მათ სასჯელის ვადა ორჯერ უნდა შეუმცირდეთ.

„თუ მე პრეზიდენტის პოსტს მომცემთ 2024 წელს, მეც მზად ვარ ჩემზე ნებიმისმიერი მედიკამენტი გამოსცადოთ“. – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

რუსეთის დუმის დეპუტატი მიიჩნევს, რომ სარგებლის სანაცვლოდ ვაქცინიზაციას ათასობით ადამიანი დათანხმდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო 14 ვაქცინა მუშავდება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი