fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საქაშეთში ქარმა 20-მდე სახლის სახურავი დააზიანა

87
Share Button

20-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა ძლიერმა ქარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში.

საცხოვრებელი სახლების სახურავებთან ერთად, ქარმა იმ შენობის სახურავიც დააზიანა, რომელიც მერიას საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებამდე აქვს დაქირავებული.

გორის მუნიციპალიტეტის მერი დაზარალებულ მოსახლეობას ადგილზე გაესაუბრა და მას შემდეგ, რაც დაზიანებების დეტალური შესწავლა მოხდებადახმარება აღუთქვა.

ძლიერი ქარი და წვიმა სოფელ საქაშეთში დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი