რეგიონისაქართველოსიახლეები

უბნის ინსპექტორი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით, მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძალვის ფაქტზე, მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი – მ.დ. დააკავეს. გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს”. – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button