fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბერლინის ეკლესია მუსლიმებს დაეთმო

605
Share Button

ბერლინში, ლუთარანულმა ეკლესიამ სალოცავი სივრცე დროებით ახლომდებარე მეჩეთის მომლოცველებს დაუთმო, რომლებიც მეჩეთის შენობის სიმცირის გამო, დისტანციის დაცვით ლოცვას ვერ ახერხებდნენ.

„პანდემიამ ჩვენ ერთიან საზოგადოებად ჩამოგვაყალიბა. კრიზისები ადამიანებს აახლოებენ. თავდაპირველად გიჭირს, როცა მუსიკალურ ინსტრუმენტებს და სურათებს ხედავ, მაგრამ მერე, როცა დეტალებს ივიწყებ, ხვდები, რომ ეს ღვთის სახლია“. – განაცხადა მეჩეთის იმამმა მედიასთან საუბრისას.

როგორც „ბიბისი“ წერს, რამადანის დასრულების აღსანიშნავად, მუსლიმი მოსახლეობა, როგორც წესი, ერთად იკრიბება და ლოცვებს ესწრება, თუმცა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, წლევანდელი დღესასწაული განსხვავებულია.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი