მსოფლიოსიახლეები

ავტომობილების გაქირავების უმსხვილესი კომპანია გაკოტრდა

ავტომობილების გაქირავების სერვისის, Hertz სათაო კომპანიამ, პანდემიის ფონზე მოთხოვნის შემცირების გამო, სასამართლოს გაკოტრების გამოცხადების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ინფორმაცია კომპანიის გვერდზე გამოქვეყნდა.

Hertz-ში აცხადებენ, რომ პანდემიის გავლენამ დაჯავშნის და შემოსავლის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. გაკოტრების შესახებ კომპანიის აშშ-ის და კანადის ფილიალებში განაცხადეს. ევროპის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ფილიალებზე ეს არ ვრცელდება.

შუამდგომლობის განხილვის პერიოდში, Hertz-ი კლიენტების მომსახურებას განაგრძობს. მიმდინარე საქმიანობის მხარდასაჭერად, კომპანიას $1 მილიარდი ნაღდი ფული აქვს.

The New York Times-ის ინფორმაციით, Hertz-ის ვალის ოდენობა 17 მილიარდ დოლარს აღემატება. მარტში კომპანიამ თავისი ავტომობილების ნაწილი გაყიდა და ტოპ-მენეჯერებს ხელფასი შეუმცირა. მაისში Hertz-ის 20 ათასი თანამშრომელი გაათავისუფლეს.

Hertz-ი ავტომობილების გაქირავების ერთ-ერთი უმსხვილესი სერვისია მსოფლიოში, რომელიც 1918 წელს, ჩიკაგოში დაარსდა. კომპანია მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button