კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეებისპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქართველოს პროკურატურა კი, დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურორის ინფორმაციით, ჩოგბურთელს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა, რომელიც 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. მისივე თქმით, წინა სასამართლო პროცესი 16 ივლისს გაიმართება.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ. თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაისს დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც. თუმცა, პროკურორის თქმით, “მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე, ამ ეტაპზე, დაზარალებული არ მიუთითებს”.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button