მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

საქართველო პლაქვენილის გამოყენებას დროებით წყვეტს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ახალი კრონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში პლაქვენილის გამოყენება შეჩერდება მანამ, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრეპარატზე საბოლოო დასკვნას არ დადებს. ამის შესახებ ცერცვაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა.

“[ქართულ] პროტოკოლში გაჩნდება ასეთი ჩანაწერი, რომ შეჩერდეს, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ დადებს საბოლოო დასკვნას”. – ამბობს ცერცვაძე.

მისი თქმით, პრეპარატს არც ე.წ. სოლიდარობის კვლევის ფარგლებში გამოიყენებენ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თაოსნობით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც უნდა ჩატარდეს.

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სოლიდარობის კვლევაში პრეპარატის გამოყენება შეაჩერა. ამას წინ უძღოდა ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალ “ლანცეტში” გამოქვეყნებული ემპირიული კვლევა, რომლის მიხედვითაც, პაციენტებში, რომლებსაც პლაქვენილით მკურნალობენ, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სოლიდარობის კვლევა, WHO-ს ინიციატივით, 35 ქვეყნის 400-მდე საავადმყოფოში ტარდება. კვლევის მიზანია გამოკვეთოს, ამჟამად რომელია ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატებიდან. კვლევაში მონაწილეობს გილეადის მიერ წარმოებული რემდესივირიც.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება საბოლოო არაა და პრეპარატის გამოყენება ამ დროისთვის შეჩერებულია. რაც შეეხება პრეპარატის უკუჩვენებს, ცერცვაძე ამბობს, რომ როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში პლაქვენილს მძიმე პაციენტებს უნიშნავდნენ. შესაბამისად, იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც დაავადება მსუბუქი ფორმებით ჰქონდათ და პლაქვენილი არ ენიშნებოდათ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ბუნებრივად უფრო მაღალი იქნებოდა.

რაც შეეხება პლაქვენილის საქართველოში გამოყენებას, მას დაავადების გავრცელების საწყისი ეტაპიდანვე იყენებდნენ. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ პლაქვენილით მკურნალობას მძიმე პაციენტები გადიოდნენ და პრეპარატს დამატებითი გართულებები არ გამოუწვევია.

პლაქვენილის არაეფექტრობასა და რისკებთან დაკავშირებით, საერთაშორისო მედიაზე დაყრდნობით, heretifm.com ჯერ კიდევ 12 აპრილს წერდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button