რეგიონისაქართველოსიახლეები
აქციაზე დაკავებულები 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების პროცესები იმართება. 4 პირის საქმეზე მოსამართლემ უკვე იმსჯელა.
დავით წულუკიძისა და რამინ ჭელიძის საქმის განხილვა, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით, 4 ივნისამდე გადაიდო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზაურ ხარაბაძე და გელა ჭელიძე 1 000 – 1 000 ლარით დაჯარიმდნენ. ისინი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
დანარჩენი 26 პირის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ეტაპობრივად განიხილავს.