საქართველოსიახლეები

“რესტორნებში იქნება მონიშნული, სად უნდა იდგეს მაგიდა”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შემუშავებულია რეკომენდაციები რესტორნებისთვის.

რეკომენდაციების მიხედვით, რესტორანში მონიშნული იქნება ადგილი, სადაც მაგიდა უნდა იდგას.

„შემუშავებულია რეკომენდაციები, რა ფართობი შეიძლება იყოს დაკავებული, როგორ უნდა იყოს დაცული დისტანცია და რაც მთავარია, რესტორნის ყველა მეპატრონეს ექნება ვალდებულება, რომ როგორც მონიშნული იყო, ვთქვათ, ეკლესიების ეზოებში, სად უნდა დამდგარიყო ადამიანი, ასე იქნება მონიშნული, სად უნდა იდგეს მაგიდა და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გააკონტროლოს შემდეგ, რადგან ეს იქნება გაკეთებული ნორმების დაცვით”. – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button