გურჯაანში ფერმას ელექტროსადენი დაეცა და ღორები დაიხოცა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კერძო საკუთრებაში არსებულ ფერმას ელექტროსადენი დაეცა, შედეგადაც 7 ღორი დაიხოცა – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” გაზეთ “სპექტრიდან” აცნობეს.
შემთხვევა ღამის პირველ საათზე მოხდა. დაზარალებულ გიგა კუტიბაშვილს ბანკის 8000 ლარი ვალი აქვს.
როგორც კახეთის ენერგოდისტრიბუციაში განაცხადეს, საქმეს სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებენ.
როგორც “ჰერეთს” შს სამინისტროში განუცხადეს, მოკვლევა სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.