მსოფლიოსიახლეები

სარეაბილიტაციო ცენტრში სროლას 10 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის გუანახუატოს ნარკომანიის სარეაბილიტაციო ცენტრში სროლის შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტი შაბათს, ადგილობრივი დროით 4:00 საათზე მოხდა, ირაპუატოს მუნიციპალიტეტში. უცნობები სარეაბილიტაციო ცენტრის შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ათი ადამიანიდან, ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ადგილზე გარდაიცვალა ცხრა, ხოლო მეათე, – საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.

გუანაჰუატოს შტატი მექსიკის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ცენტრია. მის ტერიტორიაზე ცხოვრობენ კრიმინალური კარტელების წევრები, კერძოდ, დიდი ჯგუფები “სანტა როზა დე ლიმა” და “ხალიკოს ახალი თაობის კარტელი”.

ბოლო წლებში მექსიკაში ძალადობამ იმატა, რაც ძირითადად, კარტელების დაპირისპირებით არის გამოწვეული. ასე რომ, მკვლელობის რაოდენობის თვალსაზრისით, 2018-2019 ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი წლები გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button