fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“პოლიციამ ხელების გადაგრეხვით, ყელში წაჭერით დაგვაკავა”

127

სამოქალაქო აქტივისტი და ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ქართულმა პოლიციამ ატოციდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

“სამწუხარო რამ მოხდა ატოცში – ატოცში ჩვენი მონიტორინგის მსვლელობისას პოლიციამ ხელების გადაგრეხვით, ყელში წაჭერით, ჭიდაობით, ტელეფონების წართმევით, დაგვაკავა და გამოგვიყვანა ატოციდან. სამწუხაროა, რომ ასეთ პრინციპულობას ხელისუფლება იჩენს ჩვენს მიმართ, ხოლო იქ, სადაც საჭიროა, ოკუპანტებს უთმობს ჩვენ მიწა-წყალს.” – წერს ქაცარავა “ფეისბუქზე”.

მისივე განცხადებით, ოკუპანტებმა ოქონა-ატოცის გადაკვეთაზე ახალი სათვალთვალო კოშკი ააგეს, რისი დაფიქსირებაც დაკავებამდე მოასწრეს.

“ახალი სათვალთვალო კოშკის დაფიქსირება მოვასწარით, რომელიც სულ ახლახანს ააგეს რუსებმა ოქონა-ატოცის გადაკვეთაზე. სამწუხაროდ, ჩვენი დაკავების და ჩვენთან ბინძური ჭიდაობის კადრები არ გვაქვს, თუმცა რომც მქონოდა, ვერ გავასაჯაროვებდი, იმდენად შემრცხვა და მეუხერხულა პოლიციელების მაგივრად… ძალიან სამარცხვინო საქციელი იყო.. ძალიან…

“და ეს ყველაფერი ხდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თვალწინ..
ამასობაში კი ეს მოღალატე და კოლაბორაციონისტი ხელისუფლება არაფერს აკეთებს ჩორჩანა-პერევის უზარმაზარი ტყის გადასარჩენად, რომელსაც ოკუპანტები ყოველდღე გვართმევენ.

“მაგრად ტეხავს.” – წერს დავით ქაცარავა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი