Tap Systems-ის კასტეტით ტექსტის აკრეფა თავის ქალაზეცაა შესაძლებელი [Photo/Video]

კომპანია Tap Systems-ის ინჟინრებმა „ჭკვიანი კასტეტი“ გამოიგონეს, რომლის მეშვეობით ტექსტის აკრეფა ნებისმიერ ზედაპირზეა შეასაძლებელი, – გვაცნობებს ინტერნეტ-პორტალი tapwithus.com.

აღნიშნული კომპანიის დეველოპერებმა სმარტფონებისთვის სპეციალური დანართი შექმნეს, რათა ადამიანებმა თითების მეშვეობით ტექსტის აკრეფა ნებისმიერ ზედაპირზე შეძლონ.
ინჟინრები, რომლებმაც ახალ გაჯეტს Tap Genius-ი დაარქვეს, აცხადებენ, რომ პროგრამის ათვისებას სულ ერთი საათი დასჭირდება და ადამიანები ერთმანეთს თითების დაკაკუნებით დაეკონტაქტებიან.
„სავსებით შესაძლებელია, რომ ერთეულებს უჩვეულო ხერხით ტექსტის აკრეფისკენ გარკვეულმა (ინტიმურმა) გარემოებამ უბიძგოს. მაგრამ თუკი ჩვენი გამოგონება არ მოგწონთ, მის მოხმარებას არ დაგაძალებთ“, – განაცხადა Tap Systems-ის ერთ-ერთმა შემქმნელმა.
ინჟინრების მტკიცებით, მომხმარებელს ტექსტის აკრეფა ნებისმიერ ზედაპირზე შეუძლია. მაგალითად მაგიდაზე, კედელზე, იატაკზე, მანქანაზე და საკუთარ თავის ქალაზეც.

[print_gllr id=52759]

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button