მსოფლიოსიახლეები

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ავტომობილით ბავშვს დაეჯახა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი მანქანით 10 წლის ბავშვს დაეჯახა. სომხური წყაროების ცნობით, ამის შესახებ ტოროსიანმა ინფორმაცია ფეისბუკის საშუალებით თავადვე გაავრცელა.

„მინდა გაცნობოთ, რომ საათნახევრის წინ მოხდა ავარია. ჩემი ავტომობილის საჭესთან მე ვიმყოფებოდი. მივდიოდი სამსახურში და ვარდანიანცის ქუჩაზე გავიტანე 10 წლის ბიჭი. ბავშვი პირადად მივიყვანე საავადმყოფოში, სადაც იგი გამოიკვლიეს. მას აღმოაჩნდა ნაკაწრები მარჯვენა ხელზე.” – წერს ტოროსიანი და დასძენს, რომ ბავშვი მცირე ხანს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დაჰყოფს და შემდეგ სახლში გადაიყვანენ.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი იმასაც წერს, რომ ავარიის შესახებ პოლიციას მაშინვე აცნობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button