მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ხანძარი აბასთუმნის ტყეში

კურორტ აბასთუმანში, პარკ როშას მოპირდაპირე მხარეს, ტყეში ხანძარია. ადგილობრივებმა კვამლი დაახლოებით, 17:00 სთ-თვის შენიშნა. ცეცხლი 300 კვ.მ.-მდე ფოთლოვანი ტყის მასივს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ხანძარს მოსახლეობაც აქრობს.

ინფორმაციას tv9news ავრცელებს.

“ამ წუთში, შეიძლება ითქვას, ცეცხლის ღია კერები აღარ არის, მაგრამ ძლიერი დაკვამლიანებაა. სახანძრო მანქანა ვერ ამოდის, ამიტომ მეხანძრეები და ადგილობრივები ხელით ვაქრობთ. ეს ისეთი მიუდგომელი ადგილია, დამსვენებელი ვერ ამოვიდოდა და კოცონს ვერ აანთებდა.” – განაცხადეს ადგილობრივებმა.

ადიგენის მერის, ზაქარია ენდელაძის განმარტებით, ცეცხლის სალიკვდიდაციო სამუშაოებში მოგვიანებით, ვერტმფრენიც ჩაერთო.

,,ხანძრის ლოკალიზება მალევე შევძელით. საბედნიეროდ, ცეცხლი წიწვოვანში არ გადასულა. ხანძარი სავარაუდოდ, გუშინ ხეზე დაცემულმა მეხმა გამოიწვია, რომელიც ნელ-ნელა აალდა. ამ დროისათვის, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.“ – განაცხადა ადიგენის მერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button