მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი 1-ელ ივლისამდე ჩაკეტა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ განკარგულების 1 ივლისამდე გაგრძელების ბრძანებას ხელი მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ დიპლომატებს, სამხედრო მოსამსახურეებს და სატვირთო მანქანების მძღოლებს შეეძლებათ.

ბრძანება, რომელსაც ასლან ბჟანიამ გუშინ მოაწერა ხელი, ძალაში 15 ივნისიდან შედის.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი 28 მარტიდან ჩაკეტა.

მსგავსი პოსტები

Back to top button